საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება დოქტორანტურის საგანმანათლებლო  პროგრამებზე

(ბრძანება ვაკანტური ადგილების შესახებ №176/01-01, 31.07.2023)

 

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები:


თსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.

მიღების წინაპირობები განსაზღვრულია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).


2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები (ბრძანება დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ (ბრძანება №176/01-01, 31.07.2023)

  • საბუთების მიღება -    21 – 30 აგვისტო;
  • გამოცდა უცხო ენაში   - 6 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება   - 9 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება   -11 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება   - 12 სექტემბერი;
  • გამოცდა სპეციალობაში  (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) – 13 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება   - 14 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება   - 15 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება   - 18 სექტემბერი;
  • დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება   - 18-19 სექტემბერი;
  • დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 20 სექტემბერი;  
  • ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან  - 20 – 22 სექტემბერი;
  • საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო  პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 25 სექტემბერი.

მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (დოკუმენტების მიღება 10:00  - 17:00 სთ.):

 

აღნიშნული დოკუმენტები ელექტრონულად უნდა ატვირთოთ 21-30 აგვისტოს შესაბამისი ფაკულტეტის ელექტრონულ მისამართზე.  20-22 სექტემბერს (ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში), იგივე დოკუმენტები (შესაბამისი წესით დამოწმებული), მატერიალურად უნდა წარმოადგინოთ ფაკულტეტზე.

 

  • განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
  • განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი;  2023 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
  • ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
  • სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.

2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოკუმენტაციის მიღება მოხდება ელექტრონულად  ფაკულტეტების მიხედვით  შემდეგ მისამართებზე: (მისამართები გააქტიურდება 21 აგვისტოს).

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ფორმის შესავსებად გაიარეთ ავტორიზაცია Gmail-ის მეშვეობით.

რეგისტრაციის პროცესში წარმოშობილი დაბრკოლების/სირთულის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის ფაკულტეტს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ნინო პოპიაშვილი, ტელ.: 577719989.

თარიღი: 21/08/2023